Holy Trinity Cathedral
სამების საკათედრო ტაძარი


კანკელი


პატრიარქის დასაბრძანებელი



About
შესახებ

Born on May 29, 1951, in Gurjaani, Georgia. Studied at the Tbilisi State Academy of Arts (Faculty of Sculpture, 1971–1975) and later completed postgraduate studies at the Academy of Arts of the Soviet Union (1976–1980). Diploma work: “Song of Freedom.”
Participating in exhibitions since 1975. Member of the Georgian Artists’ Union since 1982.
Major works include: “Spring” and “Autumn” (1975–1980), “Portrait of a Woman” (1976), “Portrait of the Czech Sculptor Pospíchal” (1973), the monument to Iakob Tsurtaveli (Dmanisi, 1989), the monument to Ilia Chavchavadze (Telavi, 1985), “Apocalypse” (1989), memorial compositions in Georgia (Gurjaani, 1978; Lanchkhuti, 1982; Chkhorotsku, 1983; Ozurgeti, 1998), the monument to the Georgian poet Ioseb Noneshvili (Gurjaani, 2003), the monument to National Hero Bughara Mamaladze (Chokhatauri, 2003), the monument to Mamia Alasania (Zugdidi, 2023), and the monument to Shota Rustaveli (Jerusalem, Israel, 2005).
Exhibitions include: “Spring” and “Autumn” (Tbilisi, 1975–1999), “Defending Peace” (Tbilisi, Moscow, 1978), “Sport in Art” (Tbilisi, 1979, 1999), and “Labor” (Tbilisi, Moscow, 1980).
Works preserved in the National Gallery of Tbilisi, as well as in private collections in Egypt, Greece, Israel, Germany, and the Czech Republic.
Participated in the Jurmala Plener symposium (1978) and in international symposia in Vyšný Ružbachy (former Czechoslovakia, 1986), Thessaloniki (Greece, 1999), Poti (Georgia), and Sevan (Armenia, 1999). Also participant and organizer of international symposia in Mtskheta (Georgia, 1989), Telavi (Georgia, 1990), and Gurjaani (2024 and 2025).
Designed and created the iconostases, altar tables, and interiors of many churches and cathedrals, including: The Holy Trinity Cathedral (Tbilisi, Georgia), Manglisi St. George Cathedral, St. Mary’s Church in Ozurgeti, St. Nino’s Church and the Church of the Martyr in Gurjaani, St. Queen Tamar Church (Leuville, France), St. George’s Church (Livadia, Ukraine), St. Mary’s Church (Livadia, Ukraine), and the Trinity Cathedral in Gurjaani.
An honorary citizen of Gurjaani and Jerusalem.

დაიბადა 1951 წლის 29 მაისს, გურჯაანში, საქართველოში. განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (ქანდაკების ფაკულტეტი, 1971–1975) და საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის ასპირანტურაში (1976–1980). სადიპლომო ნამუშევარი — „თავისუფლების სიმღერა“.
გამოფენებში მონაწილეობს 1975 წლიდან. 1982 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.
ძირითადი ნამუშევრები: „გაზაფხული“, „შემოდგომა“ (1975–1980), „ქალის პორტრეტი“ (1976), „ჩეხი მოქანდაკის, პოსპიხალის პორტრეტი“ (1973), იაკობ ცურტაველის ძეგლი (დმანისი, 1989), ილია ჭავჭავაძის ძეგლი (თელავი, 1985), „აპოკალიფსი“ (1989), მემორიალური კომპოზიციები საქართველოში (გურჯაანი 1978, ლანჩხუთი 1982, ჩხოროწყუ 1983, ოზურგეთი 1998), ქართველი პოეტის იოსებ ნონეშვილის ძეგლი (გურჯაანი, 2003), ეროვნული გმირის ბუღარა მამალაძეს ძეგლი (ჩოხატაური, 2003), მამია ალასანიას ძეგლი (ზუგდიდი, 2023), შოთა რუსთაველის ძეგლი (იერუსალიმი, ისრაელი, 2005).
გამოფენები: „გაზაფხული“, „შემოდგომა“ (თბილისი, 1975–1999), „მშვიდობის დაცვა“ (თბილისი, მოსკოვი, 1978), „სპორტი ხელოვნებაში“ (თბილისი, 1979, 1999), „შრომა“ (თბილისი, მოსკოვი, 1980).
ნამუშევრები დაცულია თბილისის ეროვნულ გალერეაში, აგრეთვე ეგვიპტის, საბერძნეთის, ისრაელის, გერმანიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის კერძო კოლექციებში.
მონაწილეობა მიიღო იურმალას პლენერში (1978), საერთაშორისო სიმპოზიუმებში -ვიშნი რუჟბარში (ყოფილი ჩეხოსლოვაკია, 1986), სალონიკში (საბერძნეთი, 1999), ფოთში (საქართველო, ), სევანში (სომხეთი, 1999). იყო საერთაშორისო სიმპოზიუმების მონაწილე და ხელმძღვანელი მცხეთაში (საქართველო, 1989), თელავში (საქართველო, 1990), გურჯაანში (2024 და 2025 წლები).
დააპროექტა და შექმნა მრავალი ტაძრის კანკელი, საკურთხევლის ტრაპეზი და ინტერიერი: წმიდა სამების საკათედრო ტაძარი (თბილისი, საქართველო), მანგლისის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი, ოზურგეთის წმინდა მარიამის ეკლესია, გურჯაანის წმინდა ნინოსა და მოწამის ეკლესიები, წმინდა მეფე თამარის ეკლესია (ლევილი, საფრანგეთი), წმინდა გიორგის ეკლესია (ლივადია, უკრაინა), წმინდა მარიამის ეკლესია (ლივადია, უკრაინა), სამების ტაძარი (გურჯაანი).
არის გურჯაანის და იერუსალიმის საპატიო მოქალაქე.